პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.
პარლამენტის მიმდებარედ 9 აპრილის ქუჩა სპეცრაზმმა გადაკეტა.
აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას ცდილობენ.
აქტივისტების წინააღმდეგ იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის.
როგორც ცნობილია დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტის იმ შესასვლელის მოქალაქეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საიდანაც პარლამენტი დეპუტატებმა უნდა დატოვონ.