რუსთაველის გამზირზე  ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

რუსთაველის გამზირზე  ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ტერიტორია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დაასუფთავეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ასევე მუშაობდნენ ექსპერტები.

ტერიტორიაზე, სადაც ღამის განმავლობაში არაერთი დაპირისპირება მოხდა – სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებულებები შეაგროვეს.მათ შორის, იმ ავტომანქანებიდანაც, რომლებიც დაზიანებულია.

დასუფთავების მიუხედავად, პარლამენტის შენობის მინები ჯერ კიდევ ჩამსხვრეულია, კედლებს კი ხანძრის კვალი ამჩნევია.