ბათუმში, ძლიერი ქარის შედეგად ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე რამდენიმე ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა.
როგორც ცნობილია, ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და სადენებიც დააზიანა.
ძლიერმა ქარმა ბათუმში, სტადიონის ირგვლივ პარკინგის გამყოფი ჯებირები ააყირავა.