თურქეთის ქალაქ ჩორუმში, მეჩეთში სროლა იყო

თურქეთის ქალაქ ჩორუმში, მეჩეთში სროლა იყო. თურქული მედიის ცნობით დაშვებულია 6 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით 30 წლის თურქეთის მოქალაქემ, სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, რომლებიც მეჩეთიდან გამოდიოდნენ. ამის შემდეგ თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.