18.9 C
რუსთავი
მთავარი ყველა საზოგადოება რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს. პაპი კლინიკაში 3 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.

როგორც ცნობილია, პაპი ფრანცისკე ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ბრონქიტის დიაგნოზი დაუსვეს.

ვატიკანმა ადრე განაცხადა, რომ პონტიფიკოსს კლინიკიდან გაწერდნენ შაბათს, თუ მისი ბოლო ტესტის შედეგები ექიმებს ამის საშუალებას მისცემდა.

”მე არ შემშინებია, მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ”, – განუცხადა 86 წლის რომის პაპმა ჟურნალისტებს საავადმყოფოს გარეთ.