ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 აპრილს და 1 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 აპრილს 09:15-დან 09:45საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, ჭყონდიდელის ქუჩებზე, მე-6 და მე-11 მ/რაიონებში.

1 მაისს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, ქოლაგირი, თამარისი, ცურტავი, მუხრანა, სავანეთი, ქვემო და ზემო არქევანი, მუღანლო, ხიდისყური, ახალი დიოკნისი, ფარიზი, ალავარი, ბალახაური, მოლახმედლო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება