ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ჭეშოში, თანასოფლელმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივად ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სახელდება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.