ვარკეთილის დასახლებაში 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს

ვარკეთლის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ცივი იარაღით მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.

როგოც ცნობილია კონფლიქტი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უბნელებს შორის კორპუსის ეზოში დაიწყო, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაღუპულს ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ეჭვმიტანილი დაკავებულია. პოლიციამ მისი აყვანა ცხელ კვალზე შეძლო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.