თურქეთში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

როგორც ცნობილია, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 13:37 საათზე ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მოხდა.

ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.