ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაშოუ American Idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორისაა

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაშოუ American Idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორისაა და ახლა 12 ფინალისტს შორის მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს.

მორიგი შთამბეჭდავი ტურისა და ბრწყინვალედ შესრულებული სიმღერის „Un-Break My Heart“ შემდეგ, ნუცამ მის მრავალრიცხოვან გულშემატკივარს კვლავ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ტოპ 20-ში ვართ და დღევანდელი ხმის მიცემით გადაწყდება ხვალინდელ „ლაივზე“ გავალ თუ არა ტოპ 12 ში! გთხოვთ მეგობრებო არ დაიზაროთ სულ რაღაც 10 საათი გვაქვს ხმის მისაცემად!

ამისთვის არსებობს გზა:

მაქსიმუმ 10 ხმა – ონლაინ მისამართზე AmericanIdol.com/vote 

მაქსიმუმ 10 ხმა – სპეციალური აპლიკაციით: American Idol app

მაქსიმუმ 10 ხმა ტექსტური შეტყობინებით 26 ნომერზე 21523

ანუ ჯამში 30 ხმას მიგზავნით“, – წერს ნუცა.

ნუცას მხარდასაჭერად ხმის მიცემა ამჯერადაც, 10 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, კერძოდ, თბილისის დროით, დღის 14:00 საათამდე შეუძლიათ ნუცას გულშემატკივრებს ხმის მიცემა, რისთვისაც სამი გზა არსებობს.

ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ მისამართზე (ერთჯერადი რეგისტრაციის გზით): https://idolvote.abc.com/

ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციით American Idol app.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა აიფონებისთვის:  https://apps.apple.com/…/american-idol…/id1346914815

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ანდროიდებისთვის:  https://play.google.com/store/apps/details…

ხმის მიცემა შეგიძლიათ სმს-ის საშუალებით – ნუცას ნომერი, ანუ 26 უნდა გაიგზავნოს 21523-ზე.

თითოეულმა გულშემატკივარმა თითო საკონკურსო ტურზე შეუძლია ნუცას მისცეს მაქსიმუმ ჯამურად 30 (!) ხმა ზემოთმითითებულ დღეებში და საათებში ხმის მიცემის სამივე მეთოდის გამოყენებით.