როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას რუსთავში +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ასევე მოსალოდნელია წვიმა.