კომპანია “რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის რუსთავის წყალმომარაგების ძირითად ობიექტთან, ხრამის სათავე ნაგებობასთან მდინარე ხრამის ნაპირდაცვით სამუშაოებს ატარებს. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე გაბიონები, რაც შახტურ ჭებსა და ჭაბურღილებს დაიცავს მოსალოდნელი წყალდიდიობებისგან.
პარალელურად, ხრამის სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდა ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი და ასევე, მიმდინარეობს 2 შახტური ჭის რეაბილიტაცია, რაც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კომპანია ,,რუსთავის წყალი” აქტიურად მუშაობს 2023 წელს დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროექტებზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაგარინის და მშვიდობის ქუჩების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების ბოლო ეტაპი და ხრამი-რუსთვის ორი ახალი მაგისტრალური მილის მოწყობის პროექტირება. დაგეგმვის ეტაპი მაისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც კომპანია ადგილზე დაიწყებს სამუშაოებს.