საქართველოში Imagine Dragons კონცერტს გამართავს

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia-ს – იწყებს.

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში ექვსი კონცერტი უკვე დაიგეგმა, მათ შორის არის ჯგუფი Imagine Dragons-ი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტს გამართავს. გარდა ამისა,უცხოელი შემსრულებლების კონცერტები აგვისტოში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“ იგეგმება.

კერძოდ, თავად “ბლექ სი არენას” ინფორმაციით, აგვისტოში კონცერტები შემდეგი გრაფიკით ჩატარდება:

NILE RODGERS & CHIC – 5 აგვისტო (Black Sea Arena)

FKJ – 6 აგვისტო (Black Sea Arena)

Damian Lazarus – 10 აგვისტო (The Social Space)

THE KILLERS – 15 აგვისტო (Black Sea Arena)

All Day I Dream – 18 აგვისტო (The Social Space)

Imagine Dragons – 31 აგვისტო (მიხეილ მესხის სტადიონი).

უცხოელი შემსრულებლების, მათ შორის Imagine Dragons-ის კონცერტზე დასასწრებად ბილეთების შეძენა 24 აპრილიდან ვებ-გვერდ BSA.ge -ზე იქნება შესაძლებელი.