„წამალი ბავშვებს“ – ამ ლოზუნგით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის წინ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტით „ვოზორიტიდით“ უზრუნველყოს.
აქციაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების გარდა მონაწილეობენ რიგითი მოქალაქეები და სტუდენტები.









