თბილისში, „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ რიგით მეხუთე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულად წარმოადგენდა საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ აქტივობას, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ წარმატებული ქალბატონები სხვადასხვა სფეროებიდან, რომლებიც შეირჩნენ საზოგადოების წევრების რეკომენდაციებისა და სოციალური გამოკითხვების შედეგად. მათი დოსიე კი განიხილა სპეციალური ჟიურიმ, შეაჯამეს მოპოვებული ინფორმაცია და შეიმუშავეს ნომინაციები თითოეული ქალბატონის ,,ბეგრაუნდიდად ”გამომდინარე.
ღონისძიების ფარგლებში ქალბატონები დაჯილდოვდნენ 19 სხვადასხვა ნომინაციაში:
“ საუკეთესო კოსმეტოლოგ-ინექიცონისტი-2023” -ნათია ჯანჯღავა
„წარმატებული ტოპ მასტერი სილამაზის სფეროში-2023“-მილენა კუპრავა
„გამოცდილება და ხარისხი-2023“- მანანა გაბრიჭიძე
„საუკეთესო ფლორისტ-დეკორატორი სამეგრელოში -2023“- მაკა ჯაბუა
“გენდერული საკითხების ხელშეწყობისთვის გურიის რეგიონში -2023” – მაია პაიჭაძე
„მრავალმხრივი შესაძლებლობები- „კრონ პალასის“ წარმატებული მენეჯერი და მომღერალი-2023“ – ინგა დათიკიშვილი
“წარმატებული ფლორისტი და დიზაინერი 2023”- იზა მახარაშვილი
„საუკეთესო სპეციალისტი და ხელმძღვანელი, წარმატებული ბრენდის შემქმნელი -2023“ – ეკა ყურშიტაშვილი
„წარმატებული სტარტაპ ბრენდი 2023“ – „DI SHINE”- დიანა ჯალაღანია
„საუკეთესო ხელმძღვანელი და ღონისძიებების ორგანიზატორი 2023“ – დარეჯან ბურჯალიანი
„წლის საუკეთესო ლაზეროთერაპევტი – 2023“ – თამუნა მამუკაშვილი
“განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2023” – ეთერი წილოსანი
“საუკეთესო ექიმი-სტომატოლოგი სამეგრელოს რეგიონში-2023”- მარიკა მელია
„წარმატებული ექიმი დერმატო – ვენეროლოგი -2023“ – ანნა დედაბრიშვილი
„წარმატებული მუსიკოსი და ჟურნალისტი – 2023“ -ნაზი სარჯველაძე
„წლის საუკეთესო დერმატოკოსმეტოლოგი-2023“ – ნინო ნიშნიანიძე
„წარმატებული სტარტაპერი -2023“ -ნინო ნადირაძე
„წარმატებული დიზაინერი და ბიზნეს ლედი -2023“ – ნანა ქავთარაძე
„რეგიონში ქალთა როლის გაძლიერებისთვის -2023“ – იამზე გორგოტაძე
ღონისძიების წამყვანი გახლდათ მომღერალი ანდრია გველესიანი. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები შოუბიზნესის, ბიზნესის, განათლების, ჯანდაცვის, მედიისა და სხვა სფეროებიდან.
დაჯილდოებაზე გაიმართა ჟურნალის, „წლის ლიდერი ქალის“ მეორე ნომრის პრეზენტაციაც.
„ლიდერ ქალთა საზოგადოება“, რომლის დამფუძნებელიც არის ნათია შათირიშვილი,წარმოადგენს ქალთა გაერთიანებას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები არიან გაწევრიანებული. ორგანიზაციის პროფილს წარმოადგენს სტარტაპერი ქალების ხელშეწყობა, პატიმარი ქალების რესოციალიზაციის ხელშეწყობა, ქველმოქმედება: შშმ პირების, მოუსაფარი ქალებისა და ბავშვების, მარტოხელა დედებისა და მოხუცების დახმარება და სხვა.