20 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 აპრილს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში ნიკოლაძის, 1 მაისის, გოგებაშვილის, მშენებელთა, ფიროსმანის, წმ.ნინოს, სპორტის, ბოსტანქალაქის, ოდიშარიას, სუმგ.მეტალურგების, მარის არხის, ლევან იოსებიძის ქუჩებზე.

11:00-დან 14:00 საათამდე- აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრწანისი, მთისძირი, კუმისი, თელეთი, ახალი კუმისი, კუმისის ტბის ტერიტორიაზე.

12:00-დან 15:30 საათამდე – აბონენტებს ქესალოში.

12:30-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში სადგურის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, ვაგზლის, ასათიანის ქუჩებზე, თბილწყაროში.

14:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუხროვანი, ახალსოფელი, მარტყოფი, სააკაძე, მზიანეთი, სართიჭალა, ვაზიანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

15:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, კონსტიტუციის, სადგურის, რუხაძის, მუსტაფაევის, სამედ ვურგუნის, ტოლსტოის და მიმდებარე ქუჩებზე.

16:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, პუშკინის, შევჩენკოს, გამარჯვების, გორკის, სტალინის, კოსმონავტების, აზიზბეკოვის, 1 მაისის ქუჩებზე, სართიჭალაში.

11:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელ კაპანახჩში.

11:30-დან 12:30 საათამდე და 17:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ილმაზლო, ქეშალო, სართიჭალა, ამბაროვკა, ალგეთის მევენახეობა, ალგეთი.

11:30-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო და ქვემო კარაბულახი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი, ახალი გოდაგდაგი, ძველი გოდაგდაგი, ახა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.