21 აპრილს, ქალაქ გარდაბანის ცენტრალურ პარკში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

გარდაბანის ცენტრალურ პარკში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ხოლო მაყურებლის წინაშე წარსდგნენ დავით არჩვაძე, აჩიკო ნიჟარაძე და ჯგუფი „ბანი“.
შეკრებილ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს გარდაბნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დეკანოზმა მამა ზურაბმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.