25 აპრილს იენს სტოლტენბერგი ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია.