5 აპრილს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აპრილს 13:00-დან 18:15 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმისის ტბის სანაპიროზე, სოფლებში კუმისი, კრწანისი, მთის ძირი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
11:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში წალასყური, თელეთი.
11:00-დან 11:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ახალწყალი, ქვემო თელეთი, მუხრან თელეთი, ზემო თელეთი, წალასყური 12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი.
14:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში თამარისი, ქვ. არქევანი, ქოლაგირი, ზემო არქევანი, ცურტავი, ახალი დიოკნისი, ალავარი, მოლახმედლო, ფარიზი, დიოკნისი, მამხუტი, ნახიდური.
11:30-დან 14:30 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი, ორბეთი, აბრამეთი, ჯორჯიაშვილი, ჩხიკვთა, საღრაშენი.
15:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში საღრაშენი, ჩხიკვთა, ფარცხისი, მაწევანი, ბოგვი, ჯორჯიაშვილი, წინწყარო, დაღეთი, ასურეთი.
15:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, 26 მაისის, გორკის, ქობულეთის, შულავერის, ლაღიძის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ყიზილაჯლოში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.