NATO-მ ორგანიზაციის ელექტრონულ მოწყობილობებში TikTok-ის გადმოწერა თანამშრომლებს ოფიციალურად აუკრძალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კიბერუსაფრთხოების მოტივით მიიღო.
TikTok-ი შესაძლოა, აშშ-სა და რამდენიმე ქვეყანაშიც აიკრძალოს. აკრძალვის მიზეზი არის ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობას აქვს წვდომა „ტიკტოკის“ მომხმარებლების მონაცემებზე.
აშშ ითხოვს, ჩინელმა მფლობელებმა „ტიკტოკი“ გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აშშ-ში აკრძალავენ.