თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.
ასევე ცნობილია,რომ ნებისმიერი ა კატეგორიის ნებართვის მსურველ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ვებ-გვერდით, შევიდნენ პირად სივრცეში და დაარეგისტრირონ ა კატეგორიის თავიანთი კუთვნილი ნებართვა, რომელიც მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ.