საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გოგი მეშველიანი იქნება

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ  სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გოგი მეშველიანი წარადგინა.

 როგორც პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, გოგი მეშველიანს საფინანსო სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

 „გოგი მეშველიანი 2016 წლიდან არის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ხოლო 2022 წლიდან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“, აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

 გოგი მეშველიანს კომიტეტის წევრებმა სიითი უმრავლესობით მხარი დაუჭირეს.