სუდანში შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანს სამხედრო გენერლები 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ მართავენ.