ნუცა ბუზალაძე „American Idol“-ს გამოეთიშა

ნუცა ბუზალაძემ „American Idol“-ი დატოვა. მომღერალი 12 ფინალისტს შორის მოხვდა თუმცა კონკურს გამოეთიშა.

ეს პირველი შემთხვევაა, შოუს 21-წლიანი ისტორიის მანძილზე, როცა 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა უცხოელი შემსრულებელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან არ არის.

ნუცა სიმღერის შესრულების შემდეგ წევრები გაოცებას ვერ მალავდნენ და აღნიშნეს, რომ ნუცა უკვე ვარსკვლავია.

„არ შეიცვალო! შენ ყოველთვის ნუცა იქნები“- განაცხადა კეტი პერიმ.

„დაივიწყე ციფრები… 1, 5, 7, 10, 12. ამას არ აქვს მნიშვნელობა. შენ ხარ ვარსკვლავი“, – განაცხადა ლაიონელ რიჩიმ.