ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა, რომელშიც სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძემ იტალიელი რიკარდო ნუჩიო 15:6 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა მოფარიკავემ სამხრეთ კორეელები ჰანსოლ ჰა და სანგვონ პარკი, აშშ-ის წარმომადგენელი მიტჩელ სარონი და ფრანგები, ბოლად აპიტი და მაქსიმ პიანფეტი დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. შეგახსენებთ ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.