უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 13 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისის ჩათვლით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.