ჩინეთმა კანადის კონსული ქვეყნიდან გააძევა

ჩინეთმა კანადის კონსული ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ამ ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც კანადამ ჩინელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ორივე დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ხუთი დღე აქვს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კანადამ ჩინეთი ოპოზიციონერი დეპუტატის, მაიკლ ჩონგის და მისი ნათესავების დაშინებაში დაადანაშაულა. ოფიციალური ოტავის განმარტებით, პეკინმა ამ ზომას მას შემდეგ მიმართა, რაც დეპუტატმა ჩინეთის მთავრობას ადამიანის უფლებათა დარღვევაში დასდო ბრალი.