აეროპორტის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსული ავიარეისის ჩამოფრენას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა აეროპორტის მიმდებარედ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტის გამოხატვისას დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.