მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა და მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დაფინანსების საკითხსაც გამოეხმაურა.
,,ჩვენ არასოდეს, არავისთვის გვითქვამს უარი აქონდროპლაზის მკურნალობაზე და არასოდეს გაკეთებულა აქცენტი იმაზე, რომ ბიუჯეტში არის, ან პირიქით, არ არის თანხა აქონდროპლაზიის მედიკამენტის დასაფინანსებლად. არასოდეს დაფიქსირებულა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით რამე პრობლემაა და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.