თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიულეტენების 47%-ის დათვლის შემდეგ კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მან ამომრჩეველთა ხმების 52,03% მიიღო. მეორე ადგილზე მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის წარმომადგენელი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 42,11%-მა დაუჭირა.
თუმცა, თავად კილიჩდაროღლუ მიიჩნევს, რომ არჩევნებს სწორედ ის იგებს. მან Twitter-ზე დაწერა „ჩვენ ვლიდერობთ“.