ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების დაშვებაზე, შეუძლია მას მიბაძოს და საქართველოს მოქალაქეებს შეღავათები დაუწესონ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების დაშვებაზე, შეუძლია მას მიბაძოს და საქართველოს მოქალაქეებს შეღავათები დაუწესონ.

„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა, ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ გახსნან სხვა რეისებიც. პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, ჩინეთში და ა.შ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმი გაუქმებულია. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.