ირუ ევროვიზიას გამოეთიშა

მომღერალმა ირუ ხეჩანოვმა „ევროვიზია 2023-ზე” საქართველო მე-11 ნომრად წარადგინა.

ირუმ ნახევარფინალში სიმღერა Echo შეასრულა, რომლის ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი თავად ირუს და ბენი ქადაგიძეს ეკუთვნით.

სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე – გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე – შაკო პოპიაშვილმა, ხოლო კოსტიუმებზე მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.

ირუ ხეჩანოვმა ევროვიზიის საგზური მუსიკალურ კონკურს Voice-ში გამარჯვებით მოიპოვა. მომღერალი ჯგუფ “ქენდის” ყოფილი წევრია, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვება მოუტანა.