კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით, სოფელ კაბალში მოხდა. 28 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების დროს თანასოფლელმა დაჭრა.

გავრცელებული ცნობითვე, დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და ლაგოდეხის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.