ლიეტუვაში ქალაქ კლაიპედის მერიის ძველი შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა

ლიეტუვაში, ქ. კაუნასში ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი და ქ. კლაიპედის მერიის ძველი შენობა (რატუშა) საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდება.