პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით, ერთხმად მიიღო „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

 

ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოთა თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობა უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმს ქმნის.

 

უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციურ მექანიზმის ფუნქციონირებისთვის ბავშვის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვები იქნება ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.