რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა.

ბრძანების თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა თავისივე 2019 წლის 21 ივნისით დათარიღებული ბრძანება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენებს უკრძალავდა.

საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ.