სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

13-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ევროპარლამენტს მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

„საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.

31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.