საქართველოში დღეს, 23 მაისს, ქართული რადიოს დღე აღინიშნება.
საქართველოს რადიო, რომელიც 1925 წლიდან მაუწყებლობს, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გადაიცა.
98 წელია, რაც საქართველოში რადიო მაუწყებლობს, ფაქტობრივად ეს არის ერთ-ერთი პირველი რადიო ევროპაში. 1925 წლის 23 მაისიდან დაიწყო საქართველოში ხმოვანი ერა, გავიდა პირველი საცდელი გადაცემა, პირველად გაჟღერდა რადიო წამყვანის-დიქტორის ხმა.
საცდელი მაუწყებლობის შემდეგ, რადიო რეგულარულ მაუწყებლობაზე 1927 წლის თებერვლიდან გადავიდა. თავდაპირველად ეთერში მხოლოდ საუბარი და ცოცხალი მუსიკალური ჩანაწერები გადიოდა.