კომპანია “რუსთავის წყალმა” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ქსელის სისტემური რეაბილიტაციის ფარგლებში მთავარ მაგისტრალურ მილზე აუცილებელი სამუშაოები ჩაატარა.
ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ ქალაქის ცენტრალურ წყალმომარაგების ქსელებზე ჩატარებული სადიაგნოსტიკო სამუშაოების შედეგად დადგინდა ქსელზე დაზიანებული მონაკვეთები, შემუშავდა ოპერატიული სამოქმედო გეგმა და ჩატარდა ტექნიკურ–აღდგენითი სამუშაოები.
წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია, რუსთავის მოსახლეობას წყალი 14:00 საათიდან ეტაპობრივად მიეწოდება.
აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა მაგისტრალური ქსელის 13 სხვადასხვა მონაკვეთზე, 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში პარალელურად განახორციელეს.
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.