შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს დღეს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 – 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან გამართავს.

 ასევე, მონაწილეობას მიიღებს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალური სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.