შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

 მხარეებმაშავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება  მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს ენერგო-რესურსების ტრანსპორტირებაში.

 ასაფ ჰაჯიევმა შალვა პაპუაშვილს მიმდინარე წლის 4-5 მაისს ქ. ანკარაში გამართული PABSEC-ის გენერალური ასამბლეის სხდომის შედეგებზე ესაუბრა და აცნობა, რომ მომავალ სხდომაზე ახალი გენერალური მდივნის არჩევნები ჩატარდება, რაშიც ქართული მხარის მონაწილეობის იმედი გამოთქვა.

 ასაფ ჰაჯიევის თქმით, წლების განმავლობაში, საქართველოს დელეგაცია PABSEC-თან ნაყოფიერად თანამშრომლობს.

 მან შალვა პაპუაშვილს PABSEC-ის საპატიო მედალი გადასცა საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც გააგრძელებს  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

 შეხვედრას, ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.