შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის დღეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცავს და მათ სიტყვით მიმართა. ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის შედეგად, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, ეფექტიანად აღკვეთეს დანაშაული, გახსნეს კრიმინალური ფაქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლით დააჯილდოვა.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია.