ხვალ, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად ერთდროულად ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა.
მიმდინარე არჩევნებით თურქეთის მოსახლეობამ ქვეყნის მომდევნო საგარეო კურსი უნდა განსაზღვროს. როგორც ცნობილია, წინასწარი გამოკითხვებით ოპოზიციონერი კანდიდატი რეჯეფ თაიფფ ერდოღანს 6%-ით უსწრებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას.
სოციოლოგების აზრით, 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და მეორე ტური გაიმართება. არჩევნები ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე დაიწყება.