10 მაისს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მაისს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს სოფლებში გამარჯვება, მარტყოფი, ვაზიანი, სართიჭალა.

12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წინწყარო, ქოსალარი, ქსოვრეთი, გოლთეთი, არნაუთი, დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, მოხისი, ვანათი, ზირბითი, კვესეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.