შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე 19 მაისიდან 21 მაისამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

რუსთავში, კონსტიტუციისა და ქაშაკაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, კონსტიტუციის ქუჩის N30-დან N56-მდე არსებულ გზის სავალ ნაწილზე, შეზღუდული იქნება საავტომობილო მოძრაობა.

ქალაქის შემოსასვლელისა და სამი ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით კი, 19 მაისიდან 21 მაისამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე.