წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.
მათივე განმარტებით, 2016 წლიდან, ყოველ წელს ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება.
„წლებია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. 2016 წლიდან, ყოველ წელს ეს დღე იძენს დამატებით თემატიკას, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქ-გაფორმება. წელს 26 მაისის გზავნილია – „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“. მაგალითისთვის, 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი მთლიანად რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ და, შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეორგოლების შინაარსიც ეხმიანებოდა სლოგანს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.