30 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 მაისს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშკალა, ავრანლო, არწივანი, საყდრიონი, ნარდევანი, კიზილ-კილისა, კუში, რეხა, ოზნი, გუმბათი, აიაზმა, გუმბათი, ბურნაშეთი.
16:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.