9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივითა და ადმინისრტაციის მხარდაჭერით კონცერტი „ევროპისათვის“ გაიმართება

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, 21:00 საათზე ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისრტაციის მხარდაჭერით კონცერტი ,,ევროპისათვის“ გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტი 21:00 საათზეა დაგეგმილი.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ნაციონალური ბალეტი – „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.