SpaceX-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 4 მგზავრს გაუშვებს, რომელთაგანაც სამმა მგზავრობის საფასური გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ეს ორბიტაზე მეორე კერძო მისია იქნება, რომლის ორგანიზატორიც კომპანია Axiom-ია. მისია სახელწოდებით AX-2 სტარტს დღეს აიღებს. მგზავრებს შორის იქნება ღეროვანი უჯრედების მკვლევარი რეიანა ბარნავი – პირველი ქალი საუდის არაბეთიდან, რომელიც კოსმოსში იმოგზაურებს. ეკიპაჟის ხელმძღვანელი NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, 63 პეგი უაითსონი იქნება. მგზავრებს შორის ასევე იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ შოფნერი და საუდის არაბეთის არმიის პილოტი ალი ალქარნი.
AX-2-ის ეკიპაჟი
SpaceX-ის რაკეტა სტარტს NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან აიღებს. მგზავრები დედამიწის ორბიტაზე 1 კვირას გაატარებენ. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სტარტის უამინდობის გადადების შესაძლებლობა 80%-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში SpaceX-ს რაკეტის გაშვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ორშაბათს ექნება. Axiom Space-ს და NASA-ს იმედი აქვთ, რომ მსგავსი მისიები კოსმოსურ ფრენებში კერძო სექტორის მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს.