USAID-ისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ერთობლივი ლექცია მარნეულის საჯარო სკოლაში

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საქართველოში და  GREDA-მ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უპირატესობების, ეკონომიკური ზრდისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის შესახებ მარნეულში, საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები სწავლობენ, ლექცია გამართა. ლექციები მიზნად ისახავდა განახლებადი ენერგიისა და გარემოს დაცვის შესახებ მომავალ თაობაში ცოდნის ამაღლებას.

უმცირესობის წარმომადგენელთა თემში ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც თანასწორობის, ასევე უფრო მდგრადი მომავლისათვის. ამ ინიციატივის მეშვეობით, USAID ცდილობს შექმნას განახლებადი ენერგიის უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური მომავალი და უზრუნველყოს, რომ სუფთა და მდგრადი ენერგიის შესახებ ყველას ზუსტი აღქმა ჰქონდეს.

აღსანიშნავია,რომ დღეისათვის, ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ორგანიზებულ ლექციებში  თბილისში 10 სკოლის 600-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.